მუშაობა სსსმ მოსწავლესთან






ინივიდუალური სამუშაო გეგმა (1)
მოსწავლის სახელი და გვარი:            ხორავა გიორგი
კლასი:                                                      VII
საგანი:                                                      მათემატიკა
მასწავლებლის სახელი და გვარი:      ნინო ბაჩილავა
თარიღი:                                                  20.09.2017 წელი
 
გიორგიმ მე-6 კლასში ინდ.გეგმით გათვალისწინებული საკითხები შეძლებისდაგვარად დაძლია.იცის ყველა ციფრების დასახელება და წერა.თვალსაჩინოების გამოყენებით (ჩხირებით,ხელის თითებით,კალკულატორით) ახერხებს 10-ის ფარგლებში შეკრება გამოკლებას,მრავალნიშნა რიცხვებს ვერ კითხულობს,მაგრამ ნა წაკითხვა წწერის აკრეფა შეუძლია კალკულატორზე და მათზე მოქმედებები. დაფიდან გადაიწერს ათწილადებს, მაგრამ უჭირს წაკითხვა  თუმცა შეუძლია  აარჩიოს მეტი (ნაკლები) სიდიდეები (მექანიკურად დამასოვრებული აქვს წესი).გარშემომყოფი საგნებიდან ასახელებს ნაცნობ ფიგურებს(მაგ.ბურთი_იგივე ბირთვი, ოთახი_მართკუთხა პარალელეპიპედი).ინდ. გეგმით გათვალისწინებული ზოგიერთი საკითხების დასწავლა გაუჭირდა,მაგ.წილადებისა და  ათწილადების ჩაწერა კარნახით შესაბამისად მათზე მოქმედებები.უჭირს მთელი გაკვეთილი  იყოს მობილიზებული ,თუ მის ახლოს მასწავლებელი არ არისარა აქვს დამოუკიდებლად მოსმენის უნარი და უჭირს გაგონილის გააზრება.ყოველ გაკვეთილზე ითხოვს გარეთ გასვლას,ან კიდევ უყვარს საოჯახო საქმეებზე საუბარი (ჩაგერთვება გაკვეთილის პროცესში).ძალიან სიამოვნებს შექება. უნდა იყოს ისეთივე სრულყოფილი მოსწავლე როგორებიც სხვები არიან.უხარია როცა დასმულ შეკითხვას სწორად პასუხობს და შესაბამისად ითხოვს შეფასებას.



მოსწავლემ გასული სასწ.  წლის დსასრულს  გამოავლინა შემდეგი სასწავლო შედეგი|ები
შედეგის მიღწევას ადასტურებს შემდეგი ინდიკატორი
შედეგის მღწევას არ ადასტურებს შემდეგი  ინდიკატორი
გიორგი იცნობს ყველა  ციფრებს,კითხულობს და წერს დამოუკიდებლად,ორნიშნა რიცხვებს კი_დახმარებითა და მინიშნებებით.ვერ წერს მრავალნიშნა რიცხვებს,წილადებს და ათწილადებს
მათ.V.     1.1
მათ.V.   1.2
 ათის ფარგლებში შეკრება-გამოკლება შეუძლია თვალსაჩინოების(თითებით ჩხირებით)გამოყენებით,მაგრამ ვერ ახერხებს  მრავალნიშნა რიცხვებზე  და ათწილადებზე იგივე მოქმედებების შესრულებას
მათ.V.3.1
მათ.V.3.2  მათ.3.3
 წილადებს დამოუკიდებლად ვერ წერს კარნახით ,მაგრამ მითითების შემდეგ ანალოგიურებს წერს მაგრამ მალევე ავიწყდება.არ ესმის მრიცხველისა და მნიშვნელის არსი ,იცის მხოლოდ ხაზს ზევით და ხაზს ქვევით.შეუძლია გამოყოს ისეთი წილადები რომელთა აქვთ ერთნაირი მრიცხველი(მნიშვნელი).არ შეუძლია მათზე მარტივი მოქმედებბის შესრულება.
 მათ.     V.2.1
მათ.  V. 2.2
მათ.V.2.3
გარშემომყოფი საგნებიდან ამოარჩევს კუთხეს ,მართკუთხედს,სამკუთხედს,წრეს, თუმცა არ შეუძლია მათი ელემენტების ჩამოთვლა.
მათ. VI.7.1
მათ. VI.7.2
მათ. VI.7.3.







მისაღწევი შედეგები
მოკლევადიანი  მიზანი
დრო
მათ.  VI.1.3
მასწავლებლის დახმარებით კითხულობს  ათწილადის ჩანაწერებს
სექტემბერი_ნოემბერი
მათ.VI.1.4
ათწილადის ჩანაწერში უთითებს მის მთელ და წილად ნაწილს,თანრიგებს.
ოქტომბერი
მათ.VII.5.1
მოცემული დამოკიდებულებისათვის თვისებრივად დაროდენობრივად აღწერს თუ რა გავლენას ახდენს ერთი სიდიდის ცვლილება მეორე სიდიდეზე .მიჰყავსშესაბამისი მაგალითებიყოველდღიური ცხოვრებიდან
სექტემბერი_მაისი
მათ.VII6.1    VII.6.3
.მოცემული სიმრავლისათვის სწორად განსაზღვრავს მოცემული ელემენტის კუთვნილებას.სწორად იყენებს სიმრავლეთა თეორიის ცნებას სასრულ სიმრავლეებზე ოპერციების გამოსახვისას.
ნოემბერი_თებერვალი
მათ.VII.9.1
არქიტექტურისა და ხელოვნების  ნიმუშებში ან მათ ილუსტრაციებში,ყოფითი დანიშნულების საგნებში ასახელებს მისთვის ნაცნობ გეომეტრიულ ფიგურებს
ნოემბერი_ივნისი


მიზნის მისაღწევი აქტივობები
რესურსი
VII.1.3
გიორგის ვაწერინებ ათწილადებს,ვახსნებ მათ დასახელებას,ვავარჯიშებ კარნახით წერაზე და  ვავალებ მათ აღმოჩენას ბარათებზე
კალამი,
რვეული,
სახელმძღვანელო,
ბარათები,
ცარცი,
დაფა.
მათ.VII.1.4
მოსწავლეს ვუწერ რამოდენიმე ათწილადს,ვუსახელებ მათ მთელ და წილად ნაწილებს,შემდეგ კარნახით ვაწერინებ მარტივ ათწილადებს,ასახელებს მის კომპონენტებს,იგივეს აკეთებს ბარათებზე  დაწერილი რიცხვებისთვისაც
კალამი,
რვეული,
სახელმძღვანელო,
ბარათები,
ცარცი,
დაფა.
მათ.VII.1.4
თვალსაჩინოების გამოყენებით გიორგის ვუჩვენებ  მთელის ტოლ ნაწილებად დაყოფას(შოკოლადის ფილაზე,წრეზე ,მონაკვეთზე,ვაშლზე და ა. შ). თითოეულ შემთხვევაში ვაწერინებ შესაბამის წილადებს,ვუსახელებ მის კომპონენტებს,ვუხსნი მათ არსს.ბარათზე მოცემული თვალსაჩინოებებისთვისაც დამოუკიდებლად ვაწერინებ შესაბამის წილადებს
კალამი,
რვეული,
ბარათები
მათ.VII.5.1
ორ სიდიდეს შორის დამოკიდებულების ასახსნელად მომყავს ცხოვრებისეული მაგალითები .მაგ.1.გიორგი ერთი ფუნთუშა ღირს 30თეთრი.რასგადაიხდი 2ცალში(3;4;და ა.შ.) ვუთითებ დააკვირდეს კანონზომიერებას და ვუსვამ შეკითხვას:გიორგი რა მოსდის გადასახდელ თანხას როცა ყიდულობ მეტ რაოდენობას?ანალოგიური  მაგალითების განხილვითა და მინიშნებებით ძნელად  მაგრამ  მაინც  გაიგებს იმდენს ,რომ გამოიყენოს ცხოვრებაში.
კალამი,
რვეული,
ცარცი,
დაფა,
კალკულატორი.
მათ.VII.6.1
სიმრავლის ცნების შემოსაღებად გიორგის ვუსსახელებ ცხოვრებისეულ მაგალითებს:კლასში მოსწავლეთა ერთობლიობა,ფრინველთა ერთობლიობა...ჩამოთვლას ვაგრძელებინებ მოსწავლეს დავეუბნები რომ“ერთობლიობა“ მათემატიკაში ნიშნავს „სიმრავლეს“.ვასწავლი ელემენტის ცნებას ,ცარიელი სიმრავლის ცნებას,ეკუთვნის, არ ეკუთვნისცნებებს.
ცარცი,
დაფა,
კალამი,
რვეული,
სახლელმძღვანელო
მათ.VII.6.2
მოსწავლეს  ვაძლევ  ბარათებს  რომელზეც გამოსახულია ორი სხვადასხვა სიმრავლე დავეუბნები დაასახელოს  ყველა განსხვავებული ელემენტები .ამ ელემენტების
რვეული, 
კალამი, 
 ბარათები, სახელმძღვანელო.
მათ.VII.9.1
გიორგის ვაცნობ გეომეტრიულ ფიგურებს, ვასწავლი მათ დახაზვას, ვთხოვ იგივე ფიგურები მაჩვენოს გარშემომყოფი საგნებიდან, ვაცნობ ფიგურათა კომპონენტებს, ვახდენ მარტივ ფიგურათა კლასიფიკაციას(კუთხის სახეები, სამკუთხედის სახეები...), ვუთითებ თუ სად შეიძლება გამოიყენოს მართი, (სწორი) კუთხე, (სახ;ლის კედლების ამოსაყვანად, ბოძების დასაყენებლად...). ვფიქრობ, ცხოვრებისეული მაგალითების განხილვით უფრო დაიმახსოვრებს აღნიშნულ საკითხებს.  
კალამი,
 რვეული, გეომეტრიული ფიგურები,
 ოთახში არსებული საგნები.

მასწავლებელი: ნინო ბაჩილავა
სკოლის დირექტორი: შორენა ახვლედიანი






ინდივიდუალური სამუშაო გეგმა(2
მოსწავლე: ირაკლი ბაჩილავა
კლასი: XII
საგანი: მათემატიკა
მასწავლებელი: ნინო ბაჩილავა.
თარიღი: 20.09. 2017წ.
ირაკლიმ XI კლასში ინდივიდუალური გეგმით  გათვალისწინებული საკითხები  შეძლებისდაგვარად დაძლია. იცის ყველა ციფრის წერა და ამოცნობა,მაგრამ ორნიშნა და მათზე მეტ რიცხვებს ვერც წერს და ვერც კითხულობს, უფრო მეტიც ათის ფარგლებშიც ვერ ახერხებს შეკრება გამოკლებას თვალსაჩინოების გარეშე. მოსწავლეს კარგად  საუბრობს, კლასელებთან კარგი ურთიერთობა აქვს, შეუძლია კომპიუტერის გამოყენება( მოიძიებს მისთვის საინტერესო ინფორმაციას,თამაშობს), ატარებს მანქანას, ველოსიპედს, იყენებს მობილურ ტელეფონს. საერთოდ ტექნიკის მიმართ ავლენს ინტერეს, ამიტომ ვცდილობ ვასწავლო კალკულატორის გამოყენებით შეკრება, გამოკლება და გამრავლება. ვცდილობ ვასწავლო ცხოვრებაში გამოყენებადი  საკითხები. მისთვის ნაცნობი გარშემო მყოფი საგნების საშუალებით ვცდილობ ვასწავლო გეომეტრიული ფიგურები და რათა შეძლოს ელემენტარულად ეზოს შემოკავება(კავშირი  პერიმეტრთან), შეძლოს ოთახის ფართობის გაზომვა (კავშირი ფართობის ცნებასთან) და ა.შ.
 გასულ წელს გამოვლენილი სასწავლო შედეგები
შედეგის მიღწევას ადასტურებს შემდეგი ინდიკატორი
შედეგის მიღწევას არ ადსტურებს შემდეგი ინდიკატორი
ირაკლი იცნობს და წერს ყველა ციფრს,  ორნიშნა რიცხვების კითხვა და წერა კი უჭირს
მათ.I.1.1
მათ.I.1.2;  მათ.1.3
ათის ფარგლებში შეკრება/გამოკლებას ასრულებს თვალსაჩინოების გამოყენებით, მრავალნიშნა რიცხვებზე კი ამ მოქმედებების შესრულება არ შეუძლია. ცდულობს კალკულატორის გამოყენებით შეასრულოს გარკვეული მოქმედებები.
მათ.I.1.3
მათ.I.1.4
გარშემომყოფი საგნებიდან
ამოარჩევს ზოგიერთ გეომეტრიულ ფიგურებს, უჭირს მათი იდენტიფიკაცია და კომპონენტების დასახელება.
მათ.I.1.6
მათ.I.1.7

მასწავლებელი: ნინო ბაჩილავა
სკოლის დირექტორი: შორენა ახვლედიანი


ინდივიდუალური  სამუშაო   გეგმა (2)
 2017-2018ს.წ.
მოსწავლე: ბაჩილავა  ირაკლი
კლასი:XII
მასწავლებელი:ნინო ბაჩილავა
გრძელვადიანი მიზანი|ები
მიმართულება:რიცხვები და მოქმედებები
მათ.  II.   .1.მოსწავლეს შეუძლია ერთმანეთს შეუსაბამოს რიცხვები, რიცხვითი სახელები,რაოდენობები და რიგი
მათ.   II.2.მოსწავლეს შეუძლია ერთმანეთთან,დააკავშიროს თვლა ,რიცხვები, რიცხვითსახელებსშორის დამოკიდებულებები და შეკრება-გამოკლების მოქმედებები.
მიმართულება:კანონზომიერება და ალგებრა
მათ.II.  .6.მოსწავლეს შეუძლია საგნების ან ნახატების,ფიგურების პერიოდული განლაგებების განვრცობა წარმოდგენა და ერთმანეთთან შედარება.
მიმართულება:გეომეტრია და სივრცის აღქმა
მათ.II   .8.მოსწავლეს შეუძლია თვისებრივი და რაოდენობრივი  ნიშნების გამოყენება ფიგურების აღსაწერად.
მათ.II.9.მოსწავლეს შეუძლია გარემოში ორიენტირება და ობიექტთა ურთიერთგანლაგების აღწერა.

მოკლევადიანი მიზანი
დრო
მათ.II.1.1
მასწავლების დახმარებით კითხულობს „ერთნიშნა“ და „ორნიშნა“ რიცხვებს. ასახელებს მათ წინა და მომდევნო რიცხვებს

სექტემბერი
მათ.II. 1.2
სხვადასხვა ხერხით ითვლის საგანთა ერთობლიობაში საგნების რაოდენობას და ადარებს მიღებულ შედეგებს ერთმანეთს;მასწავლებლისდახმარებით ახდენს რიცხვის ათობითი პოზიციური სისტემით ჩაწერის დემონსტრირებას საგანთა ერთობლიობაში.
ოქტომბერი
მათ.II.2.1
ახ დენს შეკრება-გამოკლების დემონსტრირებას მოდელის გამოყენებით  დაადგენს  მოქმედების შედეგს
სექტემბერი აპრილი
მათ.II.6.1
 (მოცემულ მიმდევრობაში ავსებს  რამოდენიმე გამოტოვებულ პოზიციას(მასწავლებლის დახმარებით)
ოქტომბერი თებერვალი
მათ.II.8.2
განასხვავებს ფიგურის შიგა და გარე არეებს .უთითებს ფიგურის ში
გნით, გარეთ,საზღვარზე მდებარე წერტილებს.
იანვარი  ივნისი
მათ.II.9.2


აღწერს ობიექტის მდებარეობას მეორე ობიექტის მიმართ შესაბამისი ტერმინების გამოყენებით (მაგ. მარჯვნივ,მარცხნივ,ზევით ,ქვევით)იანვარი  მაისი





მიზნის მისაღწევი აქტივობები
რესურსები
მათ.II.1.1
ირაკლის ბარათებზე ვუწერ ორნიშნა რიცხვებს(ჯერ სრულ ათეულებს) ვუნაწევრებ და ნაწილ-ნაწილ ვასწავლი როგორც კითხვას ასევე წერას მიმდევრობით დალაგებას,წინა დამომდევნო რიცხვების დასახელებას,კალკულატორზე მათ აღებას
კალამი
რვეული
ბარათები 
კალკულატორი
მათIII.1.2.
ირაკლის ვაძლევ სხვად,სხვა საგნებს დასათვლელად(რათქმა უნდა განსხვავებული რაოდენობით),,ვალაგებინებ გროვებად დავეკითხები  რომელშია უფრო ბევრი ან ცოტა(ანუ ვასწავლი რიცხვების შედარებას)
დასათვლელი საგნები,
კალამი
რვეული
მათ.II.2.1.
ერთნიშა რიცხვების შეკრება-გამოკლებას ვასწავლი თვალსაჩინოების(თითი,ჩხირი)გამოყენებით, მაგრამ ორნიშნა რიცხვებზე იგივე  მოქმედებებს ვასწავლი კალკულატორით,შედეგებს ვაწერინებ რვეულში,რათა მიეჩვიოსწერას,კითხვას
ჩხირები
დასათვლელი საგნები
კალკულატორი
კალამი
რვეული
მათ.II.6.1.
ბარათებზე გამოსახული ფიგურათა მიმდევრობაში, რომლებიც გარკვეული კანონზომიერებითაა დალაგებული,გამოტოვებულია ფიგურა. ირაკლის ვთხოვ აღმოაჩინოს დლაგების წესი და შეავსოს  გამოტოვებული ადგილი
ბარათები
ფანქარი
რვეული
მათ.II.8.2.
გარემომცველი საგნებიდან ვასახელებინებ სხვადასხვა სახის გეომეტრიულ ფიგურებს, ვასწავლი შიგა დაგარე არეს, მის საზღვარს (ანუ ღობის შიგნით ,გარეთ,ღობეზე).თაბახის ფურცლებზე დახაზულია სხვადასხვა ფორმის,ზომის ფიგურები.მუყაოზე კი გამოჭრილიაიგივე ზომის დასახის ფიგურები.ვავალებ თაბახზე დაადოს შესაბამისი ფიგურა და დაასახელოს სახელწოდება. ამ აქტივობით მოსწავლეს ვასწავლი ფიგურათაშედარებას ზომის მიხედვით
თაბახის ფურცლებზე გამოსახული ფიგურები,
 მუყაოოსგან გამოჭრილი ფიგურები,
ფანქარი,
რვეული
სახაზავი
მათ.II.9.2
თაბახის ფურცლებზე დახაზულია თანმიმდევრობით სხვადასხვა ფერის დაზომის ფიგურები. მიმანიშნებელი კითხვებით ირაკლი ადგენს რომელი ფიგურის მარჯვნივ(მარცხნივ) არის ესა თუ ის ფიგურა,რა კანონზომიერებითაა დალაგებული(წვეროების ,გვერდების,სიდიდის თუ ფერთა მონაცვლეობით)
თაბახის ფურცლებზე გამოსახული ფიგურები,
 მუყაოოსგან გამოჭრილი ფიგურები,
ფანქარი,
რვეული
სახაზავი

მასწავლებელი: ნინო ბაჩილავა
სკოლის დირექტორი: შორენა ახვლედიანი

                                                   



                                                       გაკვეთილის გეგმა

საგანი: მათემატიკა
სწავლების საფეხური/კლასი:  საშუალო/ XII
მოსწავლეთა რაოდენობა: 5, მათ შორის
სსსმ მოსწავლე : 1
გაკვეთილის თემა: ,, სიმრავლე. მოქმედებები სიმრავლეებზე.“
გაკვეთილს მიზანი:  მოსწავლე ახდენს  სიმრავლეებზე მოქმედებებს ( თანაკვეთა, გაერთიანება, სხვვაობა, შევსება უნივერსალურ სიმრავლემდე)

N
აქტივობის აღწერა
გამოყენებული
მეთოდები
კლასის ორგანიზაციის
ფორმები
სასწავლო რესურსები
დრო
(წთ)
1.
გაკვეთილის თემის, მიზნისა და შეფასების რუბრიკის წარდგენა
თემის, მიზნისა და შეფასების კრიტერიუმების წარდგენა ვერბალურად/სლაიდით.
შეფასების რუბრიკა ბარათების სახით დაურიგდებათ ჯგუფებს.


საერთო საკლასო
 ,,Power Point” -ის სლაიდები;
ბარათები
3
2.
საშინაო დავალების შემოწმება

ჩამოვლა.
მოსწავლეებთან გასაუბრება.
საერთო საკლასო

8
3.
წინარე ცოდნა
სიმრავლე, სიმრავლის ელემენტები,
 სიმრავლის მოცემის ხერხები, ცარიელი სიმრავლე, რიცხვითი შუალედები.  
წინარე ცოდნის გასააქტიურებლად მოსწავლეები იმუშავებენ ტესტებზე.

სანამ მოსწავლეები მუშაობენ ტესტზე, ინდივიდუალურად ვიმუშავებ სსსმ მოსწავლესთან.
სსსმ მოსწავლისთვის მაქვს შესაბამისი სავარჯიშო,  სხვადასხვა  ფორმისა  და ფერის  მუყაოზე გამოჭრილი ფიგურები. განვიხილავ ამ ფიგურათა ერთობლიობას როგორც სიმრავლეს, ხოლო კონკრეტულ ფიგურას, როგორც ელემენტს და  ვუსვამ შესაბამის კითხვებს.

ტესტირება
მუშაობა
წყვილებში
ტესტი


სსსმ მოსწავლისთვის მოყაოზე ამოჭრილი ფიგურები
5
4
ვახდენ ტესტის სიღრმისეულ შემოწმებას სლაიდებზე გამოსახული პასუხების მიხედვით.  ეს აქტივობა წყვეტის გარეშე გადადის  ახალ მასალაზე მუშაოვის აქტივობაში. მოგვყავს სიმრავლეთა მაგალითები, განვიხილავთ სიმრავლეებზე მოქმედებებს და განვმარტავთ ტერმინებს.
სსსმ მოსწავლეს ვუსვამ შესაბამის კითხვებს.
კითხვა-პასუხი
 საერთო საკლასო

Power point-ის სლაიდები.
 სახელმძღვანელო

8














5
მასალის განმტკიცება
სავარჯიშოების ამოხსნა
პარალელურად ინდივიდუალურად ვმუშაობ სსსმ მოსწავლესთან წინასწარ შემუშავებული კითხვებით:
მისი ოჯახი რამდენი წევრსაგან( ელემენტისაგან) შედგება?; როგორ ფიქრობ არის თუ არა ოჯახის წევრთა ერთობლიობა სიმრავლე?  ოჯახის
ყველა წევრი საქართველოშია?(დედა საზღვართგარეთაა) დარჩენილებს მათემატიკური
ტერმინით რა ჰქვია?
ჯგუფური მუშაობა
მუშაობა ჯგუფურად
სახელმძღვანელო.
(გვ.36.
N1-6;14;16;მათ.12.)
12
6
გაკვეთილის შეჯამება-გამთლიანებისა და  მოსწავლეთა შეფასების მიზნით მოსწავლეები შეავსებენ ქვიზს.
სსსმ მოსწავლისთვის  კი მაქვს სხვადასხვა ფერის პარკებში სიმინდის მარცვლები და კენჭები, რომელსაც ვუდებ მაგიდაზე და ვთხოვ მიპასუხოს, რომელი ფერის პარკშია სიმინდის
მარცვლები(კენჭები)? არის  თუ არა ცალცალკე მათი ერთობლიობა სიმრავლე?
როცა ყველას ერთ პარკში ჩაყრით, რას  ნიშნავს ეს ქმედება
მათემატიკურის თვალსაზრისით ? 
 დათვალე და დაასახელე მათი რაოდენობა .


ტესტირება
მუშაობა
ინდივიდუალურად
ტესტები


სსსმ მოსწავლისთვის
პარკებში ჩაყრილი
8

საშინაო დავალება


სახელმძღვანელო
(ავტ. გოგიშვლი, ვეფხვაძე და სხვ)

                                                 პ.1.4.  გვ.29.
 N6-10;12-15;16-20.                          
1

გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები:
მათ.XII.4.  იყენებს დისკრეტული მათემატიკის მეთოდებს მოდელირებისა და პრობლემის
გამჭოლი კომპეტენციები.  ეს გაკვეთილი ხელს შეუწყობს მოსწავლეებში შემდეგი გამჭოლი კომპეტენციების განვითარებას:
·         რაოდენობრივი წიგნიერება;
·         სემიოტიკური წიგნიერება.

განმავითარებელი შეფასება:  ტესტი; გასუბრება მოსწავლესთან;  კითხვა-პასუხი; კომენტარები. 
მოსწავლის თვითშეფასების რუბრიკა            
კრიტერიუმები
ნაწილობრივ
სრულად
ჩემს აზრს გამოვთვამ თავისუფლად


აქტიურად ვარ ჩართული  ინტერაქციაში


კითხვებს ვსვამ არგუმენტირებულად


შემიძლია ვენის დიაგრამების მეშვეობით წარმოდგენილ სიმრავლეებს შორის მიმართებების დადგენა


ვინტერესდები საგაკვეთილო მასალით




განმსაზღვრელი შეფასება:
კრიტერიუმი
1-2 ქულა
3-4 ქულა
5-6 ქულა
7-8 ქულა
9-10
სიმრავლეთა თანაკვეთა
ვერ იყენებს თანაკვეთის ცნებას სავარჯიშოების ამოხსნისას  და პრაქტიკული პრობლემის გადაჭრისას.
ზოგჯერ ახერხებს თანაკვეთის ცნების გამოყენებას სავარჯიშოების ამოსნისას და პრაქტიკული პრობლემის გადაჭრისას.
ხარვეზებით იყენებს თანაკვეთის ცნებას სავარჯიშოების ამოხსნისას  და პრაქტიკული პრობლემის გადაჭრისას
უმეტეს შემთხვევასი
კარგად იყენებს თანაკვეთის ცნებას სავარჯიშოების ამოხსნისას და პრაქტიკული პრობლემის გადაჭრისას
ყოველთვის კარგად იყენებს თანაკვეთის ცნებას სავარჯიშოებისა ამოხსნისას და პრაქტიკული პრობლემის გადაჭრისას.
სიმრავლეთა გაერთიანება
ვერ იყენებს გაერთიანების ცნებას სავარჯიშოების ამოხსნისას  და პრაქტიკული პრობლემის გადაჭრისას.
ზოგჯერ ახერხებს გაერთიანების ცნების გამოყენებას სავარჯიშოების ამოსნისას და პრაქტიკული პრობლემის გადაჭრისას.
ხარვეზებით იყენებს გაერთიანების ცნებას სავარჯიშოების ამოხსნისას  და პრაქტიკული პრობლემის გადაჭრისას
უმეტეს შემთხვევასი
კარგად იყენებს გაერთიანების ცნებას სავარჯიშოების ამოხსნისას და პრაქტიკული პრობლემის გადაჭრისას
ყოველთვის კარგად იყენებს გაერთიანების ცნებას სავარჯიშოებისა ამოხსნისას და პრაქტიკული პრობლემის გადაჭრისას.
სიმრავლეთა გამოკლება და უნივერსალურ სიმრავლემდე შევსება
ვერ იყენებს სიმრავლეთა გამოკლების ცნებას სავარჯიშოების ამოხსნისას  და პრაქტიკული პრობლემის გადაჭრისას;
ზოგჯერ ახერხებს სიმრავლეთა გამოკლების ცნების გამოყენებას სავარჯიშოების ამოსნისას და პრაქტიკული პრობლემის გადაჭრისას.
ხარვეზებით იყენებს სიმრავლეთა გამოკლების ცნებას სავარჯიშოების ამოხსნისას  და პრაქტიკული პრობლემის გადაჭრისას
უმეტეს შემთხვევასი
კარგად იყენებს სიმრავლეთა გამოკლების ცნებას სავარჯიშოების ამოხსნისას და პრაქტიკული პრობლემის გადაჭრისას
ყოველთვის კარგად იყენებს სიმრავლეთა გამოკლების ცნებას სავარჯიშოებისა ამოხსნისას და პრაქტიკული პრობლემის გადაჭრისას.





მასწავლებელი: ნინო ბაჩილავა
თარიღი: 16.  09. 2017






No comments:

Post a Comment