პროექტის გეგმა
სასწავლო პროექტის ავტორი
|
|
სახელი, გვარი
|
ნინო ბაჩილავა
|
ქალაქი/რაიონი/დაბა, სოფელი
|
მარტვილის რაიონი სოფ .ინჩხური
|
სკოლა
|
ინჩხურის საჯარო სკოლა
|
პროექტის მონახაზი
|
|
პროექტის დასახელება
|
|
პერიოდული
მოვლენები და ფუნქციები
|
|
პროექტის შინაარსი
|
|
ბუნებაში
მიმდინარე ყოველი მოვლენა გარკვეული
წესით მიმდინარეობს და ამავე დროს
გარკვეულ კანონზომიერებას
ემორჩილება.ყოველივე ეს მათემატიკაში აღიწერება ფუნქციით ,რომელთა შორის
ზოგიერთი პერიოდულია.ბუნებაში მიმდინარე ზოგიერთი მოვლენებიც იცვლებიან
პერიოდულად.მოსწავლეები ფუნქციის პერიდულობას უკავშირებენ ბუნებაში მიმდინარე მოვლენებს და ახდენენ
ცოდნის ტრანსფერს მეცნიერების სხვადასხვა დარგებთან (ასტრონომია,ბიოლოგია ,ქიმია
,ფიზიკა ,ხელოვნება ,მუსიკა)
|
|
საგანი/საგნები
მათემატიკა
|
|
საფეხური/კლასი
|
|
საშუალო, XI .
მოსწავლეთა პროფილი 19; სსსმ
არ არის
|
|
პროექტის განხორციელების დრო
|
|
4 კვირა
|
|
პროექტის საფუძვლები
|
|
საგნობრივი სტანდარტები
|
|
.მოსწავლეს
შეუძლია დასმული ამოცანის ამოსახსნელად საჭირო მონაცემების მოპოვება(მათ.XI.12).
შედეგი თვალაჩინოა თუ,მოსწავლე:
. ირჩევს და იყენებს მონაცემთა
შეგროვების შესაფერის საშუალებას(დაკვირვება, მონაცემთა მოპოვება
მონაცემთა სხვადასხვა წყაროებიდან);
.მოსწავლეს
შეუძლია მონაცემთა წარმოდგენა ამოცანის ამოსახსნელად ხელსაყრელი ფორმით და მათი
ინტერპრეტაცია (მათ.XI.13)
შედეგი თვალსაჩინოა თუ,მოსწავლე:
.ირჩევს მონაცემთა წარმოდგენის
შესაფერის გრაფიკულ ფორმებს,ასაბუთებს თავის არჩევანს;
.მოსწავლს შეუძლია ფუნქციებისა და მათი თვისებების
გამოყენება რეალური ვითარების
მოდელირებისას(მათ.XI.5)
შედეგი თვალსაჩინოა თუ,მოსწვლე:
იყენებს
ტირიგონომეტრიულ,უბან-უბან წრფივ ფუნქციებს და მათ თვისებებს რეალური პროცესების
მოდელირებისას.
|
|
მიზანი/მიზნები
|
|
მოსწავლეებს შეუძლიათ
ცოდნის კონსტრუირებისათვის ისტ -ისა და სხვადასხვა ლიტერატურის გამოყენებით
ინფორმაციი მოპოვება ,დამუშავება და პრეზენტაცია მეცნიერების სხვადასხვა
დარგებში(ქიმია,ბიოლოგია,ფიზიკა ასტრონომია,ხელოვნება,მუსიკა),ყოფაცხოვრებაში, პერიოდული პროცესების აღმოჩენა და მისი დაკავშირება
ფუნქციათა პერიოდულობასთან და აღმოჩენილი კავშირის ანალიზი.შეუძლიათ ანალიზის საფუძველზე მასალის გამთლიანება
|
მოსწავლეებს შეუძლიათ
ცოდნის კონსტრუირებისათვის ისტ -ისა და სხვადასხვა ლიტერატურის გამოყენებით
ინფორმაციი მოპოვება ,დამუშავება და პრეზენტაცია მეცნიერების სხვადასხვა
დარგებში(ქიმია,ბიოლოგია,ფიზიკა ასტრონომია,ხელოვნება,მუსიკა),ყოფაცხოვრებაში, პერიოდული პროცესების აღმოჩენა და მისი დაკავშირება
ფუნქციათა პერიოდულობასთან და აღმოჩენილი კავშირის ანალიზი.შეუძლიათ ანალიზის საფუძველზე მასალის გამთლიანება
|
|||
მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები
|
|||
ზოგადი კითხვა
|
როგორ
დამეხმარება მათემატიკა სამყაროში მიმდინარე მოვლენების ცვლილებების კანონზომიერებების
შეცნობაში?
|
||
თემატური კითხვები
|
·
რა კაშირშია
ბუნებაში მიმდინარე ზოგიერთი მოვლენების ცვლილება
ფუნქციის
პერიოდულობასთან?
·
არსებობს თუ არა
კავშირი ფუნქციისპერიოდულობასა და მეცნიერების სხვადასხვა დარგებთან?
|
||
შინაარსობრივი
კითხვები
|
·
რას ნიშნავს ფუნქციათა
პერიოდულობა?
·
რა სახით გვხვდება
ცნება „პერიოდულობა“ ფიზიკაში(მოიყვანე შესაბამისი მაგალითი)?
·
რა უდევს საფუძვლად
მენდელეევის პერიოდული სისტემის შექმნას?
·
რაზეა დამოკიდებული
ფოტოსინთეზი და როგორ გამოვლინდება ის
წლის განმავლობაში?
·
რა სახით გვხვდება ხელოვნებაში ცნება
„პერიოდულობა“?
·
არსებობს თუ არა
ბუნებაში მიმდინარე მოვლენების ცვლილებებსა და მათემატიკური ცნება
„პერიოდულობა“-ს შორის მსგავსება(განსხვავება) და რაში მდგომარეობს ის?
|
||
·
შეფასების გეგმა
|
|||
შეფასების დროის ჩარჩო (შეფასების სტრატეგიები)
|
|||
პროექტის მსვლელობის ეტაპები
|
შეფასების მეთოდ(ებ)ი
|
შეფასების საშუალება/ინსტრუმენტ(ებ)ი
|
|
პროექტის დასაწყისში
|
·
გონებრივი იერიში
·
ვიცი-მინდა-ვიცოდე-ვისწავლე
|
·
სლაიდებით
·
ჟურნალი
·
დიაგრამა
·
სამუშაო ფურცელი
|
|
პროექტის მსვლელობისას
|
·
სამოქმედო გეგმა
·
ინფორმაციის მოძიება და დამუშავება
·
ჯგუფური მუშაობა
·
ზეპირი პრეზენტაცია
·
დღიურები(მოძიებული ინფორმაციის ჩანაწერები)
·
სლაიდ-შოუს ჩვენება
|
·
რეფლექსიები
·
ურთიერთშეფასება
·
პრეპენტაციის გზამკვლევი
·
მინიშნებები
|
|
პროექტის დასრულების შემდეგ
|
·
შეფასება
·
მოსწავლის თვითშეფასება
·
მასწავლებლის რეფლექსია
|
·
პროექტის შეფასების რუბრიკა
·
თვითშეფასების კრიტერიუმები
·
მოსწავლეთა შეფასების რუბრიკა
|
|
შეფასების მოკლე მონახაზი
|
|||
პროექტის
დასაწყისში მოსწავლეების მიერ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვებისა და
თემასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი შეკითხვების გაცნობიერების შესამოწმებლად
ვიყენებ გამოკითხვას.განვსაზღვრავ წინარე ცოდნას გონებრივი იერიშის მეთოდითა და ვ-მ-რ-ვ სქემით. ამით ვამოწმებ ცოდნის ხარისხს ,ვინიშნავ
თითოეულის შედეგს დღიურში და შესაბამისად წარვმართავ სწავლების პროცესს.
მოსწავლეებს ვთხოვ გამოიყენონ სამოქმედო
გეგმა,რომელიც მათგონებრივი იერიშის, დაგეგმვისა და გეგმის განხორციელებაში
დაეხმარებათ; მე კი გამოვიყენებ მათი ნამუშევრების საბოლოო შეფასებისთვის.
პრეზენტაციის მომზადებისას მოსწავლეებმა,ასევე უნდა გამოიყენონ პროექტის შეფასების სქემა
საბოლოო პრეზენტაციის დაწყებამდე მასალის
შესაჯამებლად უნდა გავმართოთ მასწავლებელთა და თანაკლასელთა კონფერენციები
უკუკავშირის გაზიარებისათვის.მოსწავლეებს ვთხოვ თანაკლასელთა უკუკავშირი
გამოიყენონ თანაკლასელთა შეფასების დასაფიქსირებლად.ეს მათ გამოადგებათ პროექტის
დახვეწაში. პროექტის შესაფასებლად გამოვიყენებ
პროექტის შეფასების სქემას. თითოეულ
მოსწავლეს შევაფასებ იმის მიხედვით თუ რამდენად შეესაბამება მთ მიერ მოძიებული
მასალა მთავარ შეკითხვას,რომლისთვისაც გამოვიყენებ მოსწავლეთა შეფასების რუბრიკას.
|
|||
სხვა საკითხები
|
|||
წინარეცოდნა
|
|||
·
საჭირო ინფორმაციის
მოძიების უნარ-ჩვევა
·
ინტერნეტში მუშაობის
უნარ-ჩვევები
·
ტექნიკური
უნარ-ჩვევები
·
მათემატიკა, ქიმია
,ბიოლოგია, ფიზიკა და ასტრონომიიდან ქონდეთ ის საბაზისო ცოდნა რომლებიც
უშუალოდ თემასთან კავშირშია
(მაგ.მათემატიკიდან უნდა იცოდნენ პერიოდული ფუნქციები)
|
|||
სასწავლო პროცედურები
|
|||
წლის
დასაწყისშიგავმართავ დისკუსიას მოსწავლეებთან შემდეგ თემებზე:
·
რატომ ვსწავლობთ
მათემატიკას?
·
გამოგვადგება თუ არა
მათემატიკური ცნებები ცხოვრებაში რაიმე პრობლემის გადასაჭრელად (მოიყვანეთ
მაგალითები)?
·
რაში „გვჭირდება“
ფუნქციის ცნება,გამოგვადგება თუ არა ის რიმე მოვლენის ასახსნელად ან ,დაგვჭირდება თუ არა ცხოვრებაში რაიმე
პრობლემის გადასაჭრელად?
·
თქვენს მიერ ნასწავლი
ფუნქციებიდან რომელს მიაკუთნებდით პერიოდულ ფუნქციათა ჯგუფს და როგორ დავუკავშიროთ
ეს ფუნქციები ბუნებაში მიმდინარე მოვლენების ცვლილებათა კანონზომიერებებს?
პროექტზე მუშაობას ვიწყებთ მხოლოდ
მაშინ როცა მოვრჩებით პერიოდულ
ფუნქციათა სწავლებას, რადგან ესაა ის ერთერთი წინარე ცოდნა რომელიც მოსწავლეებს
დაეხმარება პროექტის მთავარ კითხვაზე პასუხის
გაცემაში;ესუკანასკნელიკი თავის მხრივ ეხმარება მოსწავლეებს მიღებული
ცოდნის განმტკიცებაში ,საკითხის სიღრმისეულად გააზრებაში;ახდენენ ცოდნის
ტრანსფერს,უვითარდებათ კრიტიკული აზროვნება,ურთიერთთანამშრომლობისა და
პასუხისმგებლობის გრძნობა,მაღლდება მოსწავლეთა მოტივაცია.
წინარე ცოდნის გასააქტიურებლად
ვიყენებ ვ-მ-რ -ვ სქემას . მოსწავლეებს
ვთხოვ შეავსონ სქემის პირველი მეორე და
მესამე სვეტი.ამით გამოვავლენ მოსწავლეთა არასწორპასუხებს დამიმანიშნებელი
კითხვებით გამოვასწორებინებ შეცდომებს.შემდეგ ეტაპზე კლას ვყოფ სამ ჯგუფად დ ადავალებებს
ვანაწილებ შემდეგნაირად:
I.ჯგუფი__მოსწავლეები მოიძიებენ პერიოდულად
განმეორებად,ცნებებს მეცნიერების სხვადასხვა დარგებიდან
(ქიმია,ბიოლოგია,ასტრონომია). ამისათვის გამოიყენებენ შესაბამის სასკოლო
სახელმძღვანელოებს,დამატებით საყმაწვილო
ენციკლოპედიას,ინტერნეტს(მისამართები:
\ka.wikipedia.org/; /www.google.ge/ ,ექიმ კარდიოლოგს(გულისა და
პულსის მუშაობის
გამომსახველი სქემების მოსაძიებლად)
II.ჯგუფი__მოსწავლეები
მოიძიებენ მასალას იმის შესახებ თუ როგორ
უკავშირდება ფიზიკა, ხელოვნება, მუსიკა
პერიოდულობის
ცნებას.ამისათვის
უკავშირდებიან მუსიკის მასწავლებელს,ასევე განიხილავენ ფიზიკიდან
კამერტონის მაგალითზე ბგერების ჰარმონიულ
გავრცელებას სივრცეში ,რომელიც წარმოშობს
მუსიკალურ
ბგერებს.ხელოვნებასთან დასაკავშირებლად კი იყენებენ ინტერნეტს და პოულობენ
ხელოვნების ნიმუშებს,
აფიქსირებენ მათთვის ხელმისაწვდომ ადგილებში
ხეზე ამოყვანილ
ორნამენტებს და შენობა -ნაგებობებში ჩუქურთმებს (ფოტო
-გადაღება აწარმოეს ამბროს ხელაიას
სახელობის ეკლესიაში)
III.ჯგუფი___მოსწავლეები
განიხილავენ მათემატიკის გაკვეთილებზე ნასწავლ
პერიოდული ფუნქციის
მაგალითებს,პროექტორის
გამოყენებით აჩვენებენ თითოეული მათგანის გრაფიკებს,აყალიბებენ
მათ
თვისებებს,უთითებენ უმცირეს პერიოდებსა
და უკავშირებენ ზემოთ აღნიშნულ მოვლენებს,თემიდან გამომდინარე მოამზადებენ
სადისკუსიო კითხვარებს და უხელმძღვანელებენ
დისკუსიის მსვლელობას. ბოლო ეტაპზე ჯგუფები შეაჯერებენ მოპოვებულ ინფორმაციებს
,მასალას მოამზადებენ
პრეზენტაციისთვის(PoverPoint-ის პროგრამის
გამოყენებით).
დავალებების
განაწილების შემდეგ ვთხოვ მოსწავლეებს მათ
განსახორციელებლად შექმნან სამოქმედო
გეგმა,რომლითაც
პროექტზე მუშაობისას იხელმძღვანანელებენ:ჩამოწერონ პროექტის
საკითხები,განხორციელების ფორმატი,აუდიტორი. შეიძლება მოსწავლეებს სამოქმედო გეგმის შაბლონი შევთავაზოთ.ეს მათ სამუშაოს ორგანიზებაში
დაეხმარებათ.მუშობის დაწყებამდე დავურიგებ
პროექტის შეფასების სქემას ,რათა შესძლონ თვითშეფასების განხორციელება
თავიანთი მოძიებული მასალისა და შესაბამისი პროდუქტის წარმოდგენის
შემდეგ(რამდენად პასუხობს მთავარ კითხვას).
პროექტის
მიმდინარეობისას პერიოდულად ვხვდები თითოეულ ჯგუფს ან ინდივიდუალურად იმ
მოსწავლეს რომელიც მუშაობს საკითხზე
,თვალს მივადევნებ მათ მუშაობას,დავეხმარები რესურსების მოძიებაში და
განვიხილავ მათ სამოქმედო გეგმას, რათა მუშაობა სწორი მიმართულებით
წარიმართოს.ვთხოვ თითოეულ ჯგუფს წარმოადგინონ დასრულებული სამოქმედო გეგმა,
სადაც მოცემულია ინდივიდუალური შეფასებები პრეზენტაციისთვის შექმნილ შესაბამის
მასალასთან ერთად. ამისთვის მათ თანატოლთა
შეფასების ფორმა უნდა გამოიყენონ. მას შემდეგ რაც ყველა ჯგუფი მოამზადებს
პრეზენტაციის მასალას, ვმართავთ შეხვედრას შესაბამისი აუდიტორიის
წინაშე (აუდიტორიაში შეიძლება იყოს
თანატოლები,მშობლები, ადმინისტრაციის წარმომადგენლები,მოწვეული სტუმრები)
.თითოეული გუნდი აკეთებს პრეზენტაციას.
შეხვედრაზე
განვიხილავ მოსწავლეთა მიერ მიღებულ გამოცდილებას და მათ პრეზენტაციებს, იმას თუ
როგორ მიიღო აუდიტორიამ წარმოდგენილი მოსაზრებები.პროექტთან დაკავშირებულ
დისკუსიას ,რომლის თემა ფუნქციათა პერიოდულობის თვისებიდანგამომდინარეობს,დავასრულებ
მოსწავლეთა ნააზრევის შეჯამებით ზოგადი შეკითხვის შესახებ „როგორ დაგვეხმარება
მათემატიკა სამყაროში მიმდინარე მოვლენების ცვლილებების კანონზომიერების
შეცნობაში“
|
|||
სასწავლო პროექტისთვის საჭირო რესურსები
|
|||
აპარატურული
უზრუნველყოფა (მონიშნეთ, რომელსაც პროექტის ფარგლებში გამოიყენებთ)
|
|||
კომპიუტერ(ებ)ი
|
მეხსიერების ბარათი/ჩიპი
|
მობილური ტელეფონი
|
|
ფოტო/ვიდეო კამერა
|
პრინტერი
|
ინტერნეტკავშირი
|
|
პროექტორი
|
სკანერი
|
ვიდეოკონფერენციის მოწყობილობა
|
|
ლაზერული დისკი /ჩიპი
|
ტელევიზორი
|
||
პროგრამული უზრუნველყოფა (მონიშნეთ, რომელსაც პროექტის ფარგლებში გამოიყენებთ)
|
|||
ტექსტური რედაქტორი
|
ელ. ფოსტა
|
ვებედიტორი
|
|
ელ. ცხრილები
|
ვიდეო/აუდიო
რედაქტორი
|
ტესტირების პროგრამა
|
|
გრაფიკული რედაქტორი
|
საგამომცემლო პროგრამა
|
ბლოგი
|
|
საპრეზენტაციო პროგრამა
|
ელ. ენციკლოპედია
|
სხვა
----------
|
|
ვებბრაუზერი
|
ელ. კითხვარი
|
||
ბეჭდური მასალები
|
მათემატიკის,ფიზიკის, ქიმიის, ბიოლოგიის
შესაბამისი სახელმძღვანელოები.
საყმაწვილო ენციკლოპედია
|
||
ინვენტარი/მასალები
|
ფოტოკამერა საჭირო სურათების
დასაფიქსირებლად;კომპიუტერი(ფოტო კოლაჟების ამოსაღებად),თაბახის ფურცლები; ფლიბაჩარტი;
მარკერი
|
||
ინტერნეტრესურსები
|
Geogebra.org.;
|
||
სხვა რესურსები
|
მოსწავლეებს შეუძლიათ მივიდნენ
საავადმყოფოში და დაუკავშირდნენ კარდიოლოგს და მისგან აიღონ გულის(პულსის)
მუშაობის გამომსახველი სქემები როგორც ჯანმრთელი ასევე დაავადებული ადამიანების.
|
||
პროექტის შეფასების რუბრიკა
კრიტერიუმი
|
კარგი
|
საშუალო
|
სუსტი
|
შენიშვნა
|
პრობლემა.
რამდენად აქტუალურია
|
||||
მიზანი. რამდენად კონკრეტული და მიღწევადია
|
||||
განხორციელების გზები. რამდენად უზრუნველყოფს მიზნის მირწევას, რამდენად
რაციონალურია, რამდენად რეალურია ვადები და არის თუ არა გადანაწილებული ფუნქციები
ჯგუფის წევრებს შორის
|
||||
შედეგი. რამდენად რეალურია აღნიშნული შედეგის მიღწევა და რამდენად შეესაბამება
მიზანს
|
||||
რესურსები. რამდენად ზუსტად არის განსაზღვრული, რა არის საჭირო
პროექტით გათვალისწინებული საქმიანობისათვის
|
||||
დიზაინი. რამდენად ლოგიკურად არის აგებული პროექტი (თანმიმდევრობა),ლაკონური
და მარტივი ენა
|
მოსწავლეთა შეფასების რუბრიკა
მოიძიებს საჭირო ინფორმაციებს და წარმოადგენს
ხელსაყრელი ფორმით
|
ახდენს რეალური ვითარების მოდელირებას ფუნქციათა
თვისებების (პერიოდულობის) გამოყენებით
|
იყენებს ისტ_ს და ქმნის მის პროდუქტს.
|
შეუძლია აგებული ცოდნის სხვაზე გადაცემა,
პრეზენტაცია
|
|
ცუდი
1-4 ქ.
|
||||
საშუალო
5-6.ქ.
|
||||
კარგი 7-8ქ.
|
||||
ძალიან კარგი
9-10ქ..
|
პროექტი ხელმძღვანელი: ნინო ბაჩილავა
პროექტზე მუშაობის პროცესში
რეფლექსია
ვთვლი რომ მიზანი მიღწეულია, რადგან მოსწავლეთა
ჯგუფებმა შეძლეს ინფორმაციის მოპოვება მეცნიერების
სხვადასხვა დარგებიდან, მოახდინეს ცოდნის ტრანსფერი ყოფაცხოვრების ირგვლივ მიმდინარე
მოვლენებთან. ამისთვის გამოიყენეს კომპიუტერი
და შესაბამისი ლიტერატურა მეცნიერების სხვადასხვა დარგებთან დასაკავშირებლად. ჯგუფების
მიხედვით მუშაობა წარიმართა შემდეგნაირად:
I_მა ჯგუფმა დაამუშავა მეცნიერების სხვადასხვა
დარგებიდან (ფიზიკა,ქიმია, ბიოლოგია,ასტრონომია,მედიცინა)
პერიოდულობასთან დაკავშირებული საკითხები, რომლისთვისაც გამოიყენეს ფიზიკის, ქიმიის სასკოლო სახელმძღვანელოები,ასტრონომია
და ბიოლოგიისთვის კი __საყმაწვილო უნივერსალური ენციკლოპედია და ინტერნეტი(Google
Searchi: Astronet.Ge, www.gogle.ge, www.aversi.ge და ა.შ.
II-ჯგუფმადაამუშავა საკითხები რომელიც ეხება
მუსიკასა (ბგერის ჰარმონიულირხევა სივრცეში ფიზიკიდან) და არქიტექტურას.ამისათვის გამოიყენეს
ინტერნეტი (არქიტექტურული ძეგლები),ფოტო გადაუღეს სოფ. ინჩხურის ეკლესიაში ხეზე ამოყვანილ
ორნამენტებს და ჩუქურთმებს, რომლითაც უჩვენეს თუ რამდენად მიმზიდველს და საინტერესოს
ხდის ერთიდაიგივე ფიგურის პერიოდულად განმეორებადობა.
III._ჯგუფმა დაამუშავა პერიოდულობის ცნება მათემატიკური
ენით ,განიხილა პერიოდული ფუნქციები, წარმოადგინეს
შესაბამისი გრაფიკები ,გაავლეს პარალელი სხვა ჯგუფების მიერ დამუშავებულ საკითხებთან.
ინფორმაციის მოსაძიებლად მოსწავლეებს მიეცათ ორი კვირა, დანარჩენი დრო კი დამუშავებისათვის
და პრეზენტაციის მოსამზადებლად(მოძიებული მასალების შეჯერება და წარმოდგენა მსმენელისათვის
გასაგები ენით, მისი ატვირთა კომპიუტერში, ისტ-ის პროდუქტის შექმნა). ამით მოსწავლეებმა
განახორციელეს გეგმაში წარმოდგენილი ყველა აქტივობა ყოველგვარი დამატების გარეშე.
პროექტი წარმატებული იყო ყველაზე მეტად იმ კომპონენტში,რომელიც ეხებოდა საკითხის
დაკავშირებას ასტრონომიასთან.ეს საგანი სკოლაში არ ისწავლება და შესაბამისად მათთვის"აღმოჩენა"იყო
ბევრი ბუნებრივი მოვლენის ახსნა (მზის დაბნელება,მთვარის ფაზები,კვირის დღეები ,დროის
განსაზღვრა და სხვა). ზოგი
მოსწავლე აქტიურად ვერ ჩაერთო მასალის მოძიებაში
,ზოგს გაუჭირდა მოძიებული მასალის დამუშავება. ვფიქრობ ეს გამოიწვია იმან ,რომ ხშირად
არ ვიყენებ სასკოლო პროექტზე მუშაობას,რასაც გავითვალისწინებ ჩემს მუშაობაში და ამით
უფრო საინტერესოს გავხდი საგნის სწავლებას.
პროექტზე მონაწილეებისათვის ამ ფორმით სწავლება მეტად სასარგებლოა იმ მხრივ
რომ ეჩვევიან გუნდურ მუშაობას,უფრო თამამები
არიან ,ხელს უწყობს დაგროვილი ცოდნის გააქტიურებას,ემყარება ბავშვების მიერ სხვადასხვა
სასკოლო საგნებში მიღებული ცოდნის ურთიერთდაკავშირებასდა უყალიბებს მათ: პრობლემის
ანალიზის,მიზნების ჩამოყალიბების,მიზნების შესაბამისი ამოცანების დასახვის,ამოცანების
გადაჭრის,მის გადასაჭრელად შესაბამისი ქმედებების და რესურსების შერჩევის,ცოდნის შემოქმედებითად გამოყენების,
ურთიერთთანამშრომლობის,სამუშაოს დროში განაწილების, შეფასების უნარ_ჩვევებს.
No comments:
Post a Comment